სიახლეები

შეხვედრა საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებთან 31.03.2014

31 მარ, 2014

31 მარტს მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა მარნეულის №6 საჯარო სკოლის კოლექტივს და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

გამგებელთან საუბრისას სკოლის პედაგოგებმა სკოლის რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიის გარე განათების პრობლემაზე ისაუბრეს, ასევე თხოვნით მიმართეს გამგებელს სოფელ  წერეთელში მუნიციპალური ტრანსპორტის დამატებაზე და   მეგობრობის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე.  მერაბ თოფჩიშვილმა  დაათვალიერა სკოლის სპორტული და სააქტო დარბაზი, როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, არცერთ მათგანს 1993 წლიდან არ ჩატარებია რემონტი.შეხვედრის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესტუმრა ქ. მარნეულის მე-3 საბავშვო ბაღს, კოლექტივთან საუბრისას გამოიკვეთა არაერთი  პრობლემა,  გაუმართავია გათბობის და ელექტრო გაყვანილობის სისტემა, ბაღს პრაქტიკულად არ აქვს საბავშვო გასართობი მოედანი. მერაბ თოფჩიშვილმა აღუთქვა, რომ ეტაპობრივად ყველა აღნიშნული პრობლემა გადაიჭრება. შეხვედრაზე საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მათ გამგებელი ესტუმრათ და პირადად მოისმინა მათი პრობლემები. {AG}31.03.2014-gasvla.skola.bagi{/AG}

სხვა სიახლეები