სიახლეები

მარნეულში შშმ პირთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

28 ივლ, 2020

მარნეულში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარნეულში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საბჭოს წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ განცხადებები.
აღსანიშნავია, რომ საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში,  მიმდინარე წელს შეიქმნა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა, კულტურული- შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზურუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და აგრეთვე საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საბჭო შედგება 10 წევრისაგან: მერის მოადგილე, საკრებულოს წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლების, შშმ პირებისა და მათი მშობლებისგან.

სხვა სიახლეები