შეხვედრა საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებთან 01.04.2014
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი განაგრძობს შეხვედრებს მარნეულის საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებთან.
01.04.2014 მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა სოფელ ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგებს და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე გამგებელს მიმართეს თხოვნით სკოლის გზაზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვის დამონტაჯებაზე, როგორც მერაბ თოფჩიშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკვე მიმართა საგზაო დეპარტამენტს და უახლოეს მომავალში ბარიერი დამონტაჯდება. ასევე პრიორიტეტულ პრობლემად გამოიყო საბავშვო ბაღის გაზიფიკაცია. მარაბ თოფჩიშვილმა პედაგოგებს პირადად გააცნო სოფლეში დაგეგმილი პროექტები და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული პრობლემები უმოკლეს ვადებში მოგვარდება. {AG}01.04.2014.gasvla.skola.bagi{/AG}