სიახლეები

ახალმა ავტობუსებმა მარნეულში მოძრაობა დაიწყო

12 ოქტ, 2020

მარნეულის მერიამ, ახლადშეძენილი 5 ერთეული  მუნიციპალური ავტობუსი,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ხაზზე გაუშვა.

მარნეულის მერიამ, ახლადშეძენილი 5 ერთეული  მუნიციპალური ავტობუსი,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ხაზზე გაუშვა.
სამი მათგანი ქალაქ მარნეულში,  დანარჩენი ორი კი სოფელ ალგეთისა და თამარისის მიმართულებით მოძრაობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, თამარისის  მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად  იმგზავრეს.

დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსის    შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სხვა სიახლეები