მოძრავი ფილარმონია ,,MOVING SHOW”-ის კონცერტი მარნეულში
4.04.2014 მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შ.პ.ს. მოძრავი ფილარმონია ,,MOVING SHOW”-ის მიერ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.
საკონცერტო პროგრამამ ჩაიარა სრული ანშლაგით. მარნეულის მოსახლეობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასეთი პროგრამების ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის. {youtube}VUL60Wk6lIY{/youtube} {AG}04.04.2014{/AG}