სიახლეები

წყალანირების ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ მარეთში

14 დეკ, 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში წყალანირების (საკანალიზაციო) სისტემის ბიოგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში წყალანირების (საკანალიზაციო) სისტემის ბიოგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 302 955 ლარი იქნა გამოყოფილი.

ბიოგამწმენდი ნაგებობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები 585 ბენეფიციარისთვისაა განკუთვნილი და მისი მშენებლობა გარემოს მოვლასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

სხვა სიახლეები