9 აპრილი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. ზუსტად 25 წლის წინ თბილისში, დილით 04:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
ამ თარიღთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ თამარისში და წერეთელში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. {AG}09.04.2014-9.aprili{/AG}