სიახლეები

დედაენის დღე

16 აპრ, 2014

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 34 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

ყოველ წელს უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. წელს დედაენის დღესთან დაკავშირებით   მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა  არაერთი ღონისძიება გამართეს, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება, ქორეოგრაფიუული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მარნეულის მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცეს. {AG}11-16.04.2014.dedaenis.dge{/AG}

სხვა სიახლეები