სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა

13 მარ, 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში, გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი - COVID-19- ის გავრცელების შესაკავებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს შეეხებოდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული ჯამში 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები მარნეულის, ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე - სასტუმროებში - „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.

მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ღონისძიებას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, კონკურსში გამარჯვებულ სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

სხვა სიახლეები