შეხვედრა საიმერლოს საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში
1 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ საიმერლოს სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. გამგებელმა სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საიმერლოს სკოლაში არ ფუნქციონირებს სასადილო ოთახი და სველი წერტილები, მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ასევე გამგებელმა დაათვალიერა საიმერლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელსაც სრულიად ესაჭიროება იატაკის რეაბილიტაცია და სამზარეულოს მოწყობა. მერაბ თოფჩიშვილმა პედაგოგებს განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის თვითთმართველობა სკოლამდელ აღზრდას პრიორიტეტს ანიჭებს და ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყება მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად, ხოლო წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია საიმერლოს საბავშვო ბაღის შემოღობვა. {AG}02.05.2014-saimerlo.skola.bagi{/AG}