სამუშაო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მოადგილე, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრას მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ეთერ ლაფერაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი და მარნეულის წითელი ჯვრის ფილიალის მენეჯერი ნანა ტალახაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ვაქცინაციის კამპანიაში წითელი ჯვრის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, მარნეულის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წარმატებით განხირციელებისთვის.