სიახლეები

მეგობრობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

10 მაი, 2021

საქართველოში აზერბაიჯანის ლიდერის ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი მეგობრობის ტურნირი დასრულდა, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარეობდა.

საქართველოში აზერბაიჯანის ლიდერის ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი მეგობრობის ტურნირი დასრულდა, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარეობდა.

მარნეულში გაიმართა შეჯიბრის ფინალური მატჩები და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილე კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე, რიჩარდ გიგანი, SOCAR– ის წარმომადგენლები, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. .

საელჩოსა და საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში, 150-მდე კლუბის, სხვადასხვა წონით კატეგორიის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები, ფულადი პრიზები და სერთიფიკატები.

სხვა სიახლეები