მარნეულში სპექტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის 2020-2021 წლის თეატრალური სეზონის ფარგლებში, გოჩა ხვიჩიას სპეტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის 2020-2021 წლის თეატრალური სეზონის ფარგლებში, გოჩა ხვიჩიას სპეტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დაიდგა, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ქეთევან აბაშიძე და ზურა ხაფთანი. სპექტაკლის მხატვარი, ტატო გელიაშვილი გახლდათ, ხოლო ტექნიკური დირექტორი - ირაკლი ნავერიანი.
სპექტაკლი თანამედროვე ყოველდღიურობას ასახავს. მოქმედება ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ირგვლივ ვითარდება, სადაც მთავარი გმირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება.
მოგახსენებთ, რომ პრემიერა კოვიდ-პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მოადგილეებთან ლაშა ლობჯანიძესთან და კენან ომაროვთან ერთად, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე ესწრებოდნენ.