შეხვედრა წერეთლის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში
30 აპრილს მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვიენ. შეხვედრაზე მერაბ თოფჩიშვილმა პედაგოგებს მუნიციპალიტეტიში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და დაინტერესდა პედაგოგების პრობლემებით.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სკოლის კაპიტალურ რემონტის და სველი წერტილების არ არსებობის პრობლემაზე გაკეთდა, ასევე პედაგოგებმა ითხოვეს სოფელში სასმელი წყლის მიწოდების განრიგის დარეგულირება. გამგებელმა დაათვალიერა სკოლის შენობა და აღუთქვა, რომ აღნიშნული პრობლემები მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში თანმიმდევრულად გადაიჭრება. იმავე დღეს, მერაბ თოფჩიშვილი სოფელ წერეთლის სკოლანდელი აღზრდის ცენტრს ეწვია. წერეთლის სკოლანდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს გაზრდილი სახელფასო ანაზღაურებისათვის და დაგეგმილი სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოებისათვის, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. {AG}02.05.2014-wereteli.skola.bagi{/AG}