მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა
სინოვაკის პირველი დოზა, კენან ომაროვმა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში გაიკეთა.
სინოვაკის პირველი დოზა, კენან ომაროვმა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში გაიკეთა.
„დღეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შეიტანოს ერთობლივ ბრძოლაში ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ეს კი, ვაქცინაციის გარეშე ვერ მოხდება. მიხარია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციაში ჩემი წვლილი შევიტანე და მჯერა, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. მოგიწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე“, განაცხადა კენან ომაროვმა.