საქართველოს დამოუკიდებლობის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე
მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ტურნირი გაიმართა.
მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ტურნირი გაიმართა.
ჩემპიონატი კიკბოქსინგში 26 მაისს დაიწყო და 28 მაისს მარნეულის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგი“-ში ფინალური შეხვედრებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, კიკბოქსინგის ჩემპიონატის მონაწილე, წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
დახურვის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები, კომპანია „სოკარ საქართველო“-ს პრეზიდენტი, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ქვეყნების, კიდევ უფრო მეტად, განვითარების პროცესში, დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.