საქართველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარეშე
მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი ,,საქართველოში არსებული მოდ-პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’, რომლის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში იაღლუჯას მთაზე განთავსებულ ნაგავსაყრელზე ორგანული დამაბინძურებლების გაჟონვის შემცირება.
ამ მიზნით ეს საშიში ნივთიერებები ამოღებულ იქნა, დაფასოვდა და 230 ტონა მოდ-პესტიციდები მომზადებულია საქართველოდან საფრანგეთში გასატანად, სადაც ისინი განადგურდება დადგენილი სტანდარტების დაცვით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 7 მაისს იაღლუჯას ნაგავსაყრელს ეწვივნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი- ხათუნა გოგოლაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, მუნიციპალიტეტის გამგებელი- მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს კონტეინერებში დაფასოებული დამაბინძურებლები და გაეცნენ მათი ტრანსპორტირებისათვის მზადების მიმდინარეობას. {AG}07.05.2014-iaguja{/AG}