მარნეულში შვიდი საბავშვო სკვერი მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წერაქვიში, წითელ სოფელში, ხიხანში, ახლო მახმუდლოში, წერეთელში, თამარისსა და ახალ დიოკნისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, საბაშვო სკვერების მოეწყობა/რეაბილიტაცია იგეგმება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წერაქვიში, წითელ სოფელში, ხიხანში, ახლო მახმუდლოში, წერეთელში, თამარისსა და ახალ დიოკნისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, საბაშვო სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე დამონტაჟდება, საბავშვო ატრაქციონები, სკამები, საქანელები და განათებები.
აღსანიშნავია, რომ სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის ჯამურად გამოყოფილია 150 000 ლარი, საიდანაც ტრანსფერით 110 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით 40 000 ლარია გათვალისწინებული.