სიახლეები

მეგობრული მატჩი ფეხბურთში

08 მაი, 2014

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში იმართება მეგობრული მატჩები ფეხბურთში, ხოლო  26 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

8 მაისს შულავრის ტერიტორიულ ერთეულში ჩატარდა მორიგი  მატჩი ზემო სარალის და ქვემო სარალის გუნდებს შორის, რომელიც ზემო სარალის გამარჯვებით დასრულდა.   მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მოიწონა მეგობრული მატჩების ინიციატივა და განაცხადა,  რომ ანალოგიური ინიციატივები პოპულარიზაციას უწევს ახალგაზდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ფინალში გასულ სამ ჯგუფს დააჯილდოებს მედლებით და სიგელებით. {AG}08.05.2014-fekhburti{/AG}

სხვა სიახლეები