მარნეულში ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 28-29 აგვისტოს, ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“_ს ინიციატივით, სოფლებში ჩატარდა COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 28-29 აგვისტოს, ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“_ს ინიციატივით, სოფლებში ჩატარდა COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა ადგილობრივებს „ერთიანი კავკასიის“ მობილური მუსიკალური პლატფორმიდან, პროფესიონალური მუსიკა შესთავაზეს და ადგილზე, სოფლებში აცრეს მსურველები.
აქცია გაიმართა სოფლებში სადახლო, შულავერი, სიონი, წერაქვი, ხოჯორნი და ყიზილაჯლო. სპეციალურმა მობილურმა ჯგუფებმა, ადგილზე აცრეს ასამდე (82) მოქალაქე.
ასევე, დარიგდა საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.