მარნეულში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილესთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ერთად, მარნეულის სამედიცინო ცენტრ ადიკ-ში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი, ოთხ კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს.
კლინიკებში იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირი ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ადგილის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.