სიახლეები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

26 მაი, 2014

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში  ჩაიწერა ყოველი ქართველისათვის საოცნებო სიტყვები და  დღეს 2014 წლის 26 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტი ისევე, როგორც სრულიად საქართველო აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.

მუნიციპალიტეტის  ,,კულტურის ცენტრის“ წინ გაიმართა საზეიმო გალა კონცერტი, სადაც წარსდგნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მიმდებარე პარკში გაიხსნა  მემორიალური დაფა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირების პატივის მისაგებად. მოეწყო ფოტოგამოფენა, წარმოდგენილი იქნა მარნეულის ღირშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოკოლაჟი, პარკის ცენტრში, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბავშვების და მოზარდებისთის დაიდგა უფასო ანტრაქციონები, გაიმართა სპორტული ღონოსძიებები და შეჯიბრებები. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ულოცავს მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. {AG}26.05.2014-26.maisi{/AG}

სხვა სიახლეები