მარნეულის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა
28 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, კენან ომაროვი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა
28 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, კენან ომაროვი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
კენან ომაროვი მერიის თანამშრომლების წინაშე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ წარადგინეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
მერმა თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა და სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.