სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს კომისია განიხილავ

15 თებ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი „სტიქიის და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი“-ის  წევრებმა, 13 თებერვალს მომხადრი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს.

ჯგუფის ხელმძღვანელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - როინ დეკანოიძე, დაზარალებულებს ადგილზე შეხვდა და მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს პირადად გაეცნო. პირველ ეტაპზე აღირიცხა  დაზიანებული შენობები  და მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება, რაზეც კომისია პარალელურ რეჟიმში იმსჯელებს.

მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული დროის მონაცემებით აღრიცხულია  სტიქიის შედეგად დაზიანებული  11 სოფლის, 34 შენობა-ნაგებობა. კომისია აგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

სხვა სიახლეები