სიახლეები

აგვისტოს ომის 6 წლისთავი

08 აგვ, 2014

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გუჯაბისა და მარნეულის მეუფე გიორგიმ გარდაცვლილ გმირებს პარაკლისი გადაუხადა და მათი თავდადების მნიშვნელობაზე იქადაგა.  შეკრებილ გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს მეუფემ და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი   ქვეყნის და ერის ტრაგედია იყო, მან მხარშიდგომა აღუთქვა გმირი ვაჟკაცების ოჯახებს და ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით გადასცა 500 ლარის ოდენობის თანხა.ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი საპატიო ყარაულის და სახელმწიფო დროშების თანხლებით.   {youtube}XkenUdNeWHc{/youtube}   {AG}08.08.2014-agvistos.omis.6.wlistavi{/AG}

სხვა სიახლეები