სიახლეები

ONE CAUCASUS - ქრონიკა

29 აგვ, 2014

28 აგვისტოს სოფელ წერაქვში გაიხსნა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus), რომელსაც ერთობლივად ატარებენ პოლონეთის არასამთავრობო ფონდი  „FUNDACJA INNA PRZESTRZEŃ“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სრული მხარდაჭერით.

ფონდის პრეზიდენტმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართა და არნიშნა, რომ მარნეული უსაფრთხო და ლამაზი ადგილია და სასიხარულოა, რომ სწორედ აქ შედგება განსხვავებული ერისა და კულტურის ადამიანების გაცნობა-დამეგობრება. საღამოს, კონცერტის დაწყებამდე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა შეკრებილ ახალგაზრდებს ზეიმი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ  ფესტივალი ტრადიციული  გახდება და რაიონი ყოველ წელს სულ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლებს. მარნეულის მუნიციპალიტეტს ამისათვის ყველა წინაპირობა აქვს: კეთილგანწყობილი ხალხი, მრავალფეროვანი ბუნება და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო. რაც მთავარია, დღეს დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გამტკიცდება და სულ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. ეს  მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მომავალი თაობისათვის, ასევე ზოგადად, ევროინტეგრაციის გზით მიმავალი საქართველოსათვის.ფესტივალის მუსიკალური პროგრამის პირველივე შემსრულებელმა უკრაინულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “FOLKNERY” სცენა და მაყურებლის გულები ერთად დაიპყრო. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურეს ბრიტანელმა ჯულიან ჩემბერსმა და მარნეულის ჯგუფმა “მარნელიმ“.მთლიანობაში პირველი დღე მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, რასაც ერთხმად აღნიშნავდნენ სტუმრებიცა და მასპინძლებიც.

სხვა სიახლეები