ფესტივალის მეორე დღე (29.08.2014)
ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ მეორე დღე ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გამოდგა. ბავშვთა ზონაში ახალაგაზრდა პროფესიონალი მხატვრები მასტერკლასს სახის მოხატვასა და არქიტექტურაში ატარებდნენ. „Pansodan gallery“ (ბირმა) დაინტერესებულებს ბირმულ ანბანს აცნობდა. ხოლო, ნეპალური და ინდური კაფეები სტუმრებს დილიდანვე ემსახურებოდნენ.
იქვე, მხიარული და საქმიანი მასპინძელი გურმანებს ბირმული ჩაის დაგემოვნებას სთავაზობდა. მუსიკალურ ზონაში უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ფოლკლორული ანსამბლი ,,Folknery” ახალგაზრდებს სიმღერის მასტერკლასს უტარებდა. საღამო განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა: ცნობილმა მომღერალმა პაკო სარიმ (სენეგალი), ქართულმა ანსამბლმა „გორდელამ“ და Clive Brown and the Shekinah Singers (დიდი ბრიტანეთი / იამაიკა) მაყურებელიც აიყოლია. გვიან ღამით იმპროვიზირებულ კინოდარბაზში მარნეულელი ბავშვების მიერ გადაღებული ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. ხვალ, 30 აგვისტოს, ჩვეულ ღონისძიებებთან ერთად, კონცერტის ორგანიზატორები მუსიკის მოყვარულებს ანსამბლი „Natural Born Lovers“ და „ჩვენებურები“ (საქართველო) საუცხოო კომპოზიციებს პირდებიან. {AG}29.08.2014-one-caucasus-D2{/AG}