სიახლეები

ფესტივალი გრძელდება (30.08.2014)

30 აგვ, 2014

ფესტივალი „One Caucasus“ (ერთიანი კავკასია) გრძელდება.  ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალის ორგანიზატორებმა შესთავაზეს შეჯიბრი მკლავმჭიდში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამარჯვებულები სერთიფიკატებით დაჯილდოვა.  მუსიკალური  საღამო ჯაზ-ბენდმა  „Natural Born Lovers” (საქართველო) გახსნა და ახალი კომპოზიციებიც შესთავაზა თავის ფანებს. ანსამბლ „ჩვენებურებს“ საქართველოში კარგად იცნობენ და უყვართ, მაგრამ  შოუ, რომელიც მათ  „შავფაროსნებთან” ერთად  წარმოადგინეს, მოულოდნელი და დაუვიწყარი გამოდგა.  ვოკალურმა  ჯგუფმა  „ვოლოსიმ“ (პოლონეთი)  „ჩვენებურებთან“ (საქართველო) ერთად ევროპული და ქართული სიმღერები შეასრულეს. {AG}30.08.2014-one-caucasus-D3{/AG}

სხვა სიახლეები