ფესტივალის დახურვა
დასრულდა ოთხდღიანი მუსიკალური ფესტივალი „One Caucasus” (ერთიანი კავკასია). ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს ახალი ღოონისძიებები შესთავაზეს; ხალხური სიმღერის ფოლკლორულმა ანსამბლმა „იბერიამ“ და ჯგუფმა „volosi” საინტერესო მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
მარნეულის ბენდ „მარნელის“ გამოსვლამ კონცერტს სადღესასწაულო ელფერი შესძინა, ხოლო, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიას“ ცეკვამ „აფხაზური“ მაყურებლის დიდი ემოცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს ანსამბლმა ქობულეთში გამართულ ფესტივალზე „ნარინჯისფერი ქობულეთი“ გრანპრი აიღო. ფესტივალის დასკნით საღამოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და აპარატის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.კონცერტის დასასრულს ფესტივალის ორგანიზატორმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა მარნეულის მუნიციპალიტეტს გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს სრული მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ფესტივალი „One Caucasus” წერაქვში მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ღონისძიება ფურშეტით დასრულდა. მანამდე კი, ფესტივალის ორგანიზატორმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ მოხალისე მონაწილეებს საჩუქრად სიმბოლური პასპორტები „confederation of transkaukazia” გადასცა. {AG}31.08.2014-one-caucasus-D4{/AG}