მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა
1 სექტემბრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №270-ის შესაბამისად ახალ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ დაწესებულებაში სამუშაო 10:00 საათის ნაცვლად 09:00 საათზე დაიწება და ჩვეულებრივ 18:00 საათზე დასრულდება. 1 საათიანი შესვენების დროის გათვალისწინებით.