სიახლეები

მარნეულის გამგებელმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირველი ზარი მიულოცა

15 სექ, 2014

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სოფელ კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა.

კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლაში,  პირველი სასწავლო დღე,  ამავე სოფელში დაბადებული პოეტისა და ღვაწლმოსილი პიროვნების  ჰასან მამედოვის  120 წლის  იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიწყო.აღნიშნული ღონისძიება, კირაჩ-მუღანლოს  საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.„მთელი გულით ვულოცავ მარნეულისა და სრულიად საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი ვულოცავ პირველკასელებს, რომელთაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი და მათთვის უჩვეულო, განსხვავებულ გარემოში მოხვდნენ. თითოეულ მათგანს  წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ.მისასალმებელია,  როცა სკოლაში სასწავლო წელი ისეთი სამაგალითო  პიროვნების დამსახურებების გახსენებით  იწყება,  როგორიცაა ჰასან მამედოვი, რომელსაც ამ სკოლის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს,  პირველი ზარის დღესასწაულის აღსანიშნავად, სახელმწიფოს მიერ უფასოდ გამოყოფილი სასწავლო ნეთბუქები გადასცეს.აღსანიშნავია,  გამგებლის სახელით,  მარნეულის ყველა საჯარო სკოლასა და ბაღს სასწავლო წლის  დაწყების მისალოცი ბარათები დაეგზავნათ.   {youtube}2oghk8GKy-0{/youtube}   {AG}15.09.2014-shekhvedra-skolebshi{/AG}

სხვა სიახლეები