მარნეულს ოფიციალური ვიზიტით RP Global-ის წარმომადგენლები ეწვივნენ
დელეგატმა ექსპერტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი მარნეულის N3 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობენ. აღნიშნული ვიზიტი მემორანდუმის ფარგლებში პოლონური მხარის დაკვეთით განხორციელდა.