სიახლეები

მარნეული „თბილისობის“ სახალხო დღესასწაულს შეუერთდა

02 ოქტ, 2023

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს, მარნეულის თვითმმართველობამ, მულტიკულტურული აქტივობა შესთავაზა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი „თბილისობის“ სახალხო დღესასწაულს შეუერთდა.

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს, მარნეულის თვითმმართველობამ, მულტიკულტურული აქტივობა შესთავაზა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.

ადგილზე წარმოდგენილი იყო მარნეულელი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, არმენ ჰოვანესიანის თოჯინური სპექტაკლი, ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულინარიის მასტერკლასები, ღვინის კუთხე, რეწვის მასტერკლასი და მრავალეთნიკური ფოლკლორი.

მარნეულის კუთხე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

სხვა სიახლეები