სიახლეები

მარნეული - ღვინის დღეები 2023

08 ოქტ, 2023

მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის ორგანიზებით ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ მიმდინარეობს.

მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის ორგანიზებით ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ მიმდინარეობს.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე წარმოდგენილია თემატური საგამოფენო სივრცეები; ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ღვინის დაწურვისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები, საბავშვო აქტივობები: ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და თიხის ქვევრების მოხატვა, ხეზე ამოწვის გაკვეთილი, სამახსოვრო ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

სხვადასხვა ნაწარმი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმოამდგენლებმა სტუმრებთან ერთად დააგემოვნეს.

საღამოს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას Gigi Pianoman, ანსამბლი „ფორტე“, ოთო ნემსაძე და ბენდი მიიღებს.

ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

სხვა სიახლეები