სიახლეები

„შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“

13 ოქტ, 2023

მარნეული, „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

მარნეული, „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი კულტურის გაძლიერებას და წაახალისოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რათა ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ღონისძიების მსვლელობისას მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს ფორუმთეატრში, სადაც აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენებით მოეძიებინათ კონკრეტული საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრის გზები.

ფორუმთეატრი პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე და ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების სპეციალისტი თამუნა კიპაროიძე ჩაერთნენ.

აღნიშნული კამპანია, ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოქალაქეები.

სხვა სიახლეები