მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა
მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნეს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ამასთან, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) დირექტორმა, რაშან ზიადალიევმა აუდიტორიას ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციატივები პრეზენტაციის სახით გააცნო.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მედია და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მარნეულში 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაგრძელდება.