სიახლეები

გამგეობის თათბირი 17.09.2014

17 სექ, 2014

   17 სექტემბერს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და  ქამანდარ ისმაილოვთან ერთად  გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც გამგეობის სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები და გამგებლის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   გამგებელმა შეხვედრაზე მყოფ ყველა წარმომადგენელს სოფლებში  არსებული  მდგომარეობა გამოკითხა  და ურჩია, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებაში.სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გამგებელმა სამსახურის ხელმძღვანელებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშიც მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.   მისი  თქმით,  მომავალი წლის ბიუჯეტში, რომლის დაგეგმვაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, მთავარ პრიორიტეტად,   სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოწესრიგების გარდა,  კვლავ განისაზღვრება   სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, როგორიცაა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კეთილმოწყობა, გზების რეაბილიტაცია და სხვა.   „დღეს გაფართოებული თათბირი ჩავატარეთ, სადაც თითოეულ ჩემს წარმომადგენელს მოვუსმინე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად. კმაყოფილი ვარ წარმომადგენლების მუშაობით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში რადგან ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდება დაგეგმილი პროექტები. მათ სხვადასხვა  სოფლებიდან მადლობა გადმომცეს დაპირებული სიტყვის შესრულებისათვის, რაც ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ის პროექტი რომელიც ამ ეტაპზე მარნეულში მიმდინარეობს, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, მათ მიერ დაყენებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის  ხორციელდება. გვაქვს  დიდი  პროექტებიც,  როგორიცაა   ბიბლიოთეკის აშენება და კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რაზეც უახლოეს მომავალში   გამოცხადდება ტენდერი“-  განაცხადა  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებემა მერაბ თოფჩიშვილმა. {AG}17.09.2014-gamgeobis.tatbiri{/AG}

სხვა სიახლეები