სიახლეები

განცხადება

01 მაი, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს მისაღებ კონკურსს „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად.


მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს მისაღებ კონკურსს „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფუნქციონირებს „ახალგაზრდული საბჭო“, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან. ქალაქ მარნეულის, სადახლოს, ალგეთის და კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულებიდან წარმოდგენილი იქნება 2 ახალგაზრდა, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ადმინისტრაციული ერთეულებიდან - თითო ახალგაზრდა. 

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;

მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიური მდგომარეობის და ადამიანის უფლებების შესახებ;

თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზრდების ხმა!

დარეგისტრირდი 27 მაისამდე!

სარეგისტრაციო ბმული

ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ყველა აპლიკანტთან მოხდება გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის შესახებ გეცნობებათ წინასწარ.

გისურვებთ წარმატებას!

სხვა სიახლეები