სიახლეები

მარნეულის გამგეობაში რეგიონალური ნაგავსაყრელის პროექტზე იმსჯელეს

25 სექ, 2014

25 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ანალიზის სამუშაოების მოცულობის და შემადგენლობის განსახილველად საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროექტის  ეკოლოგიური და  სოციალური ექსპერტი მაია გაჩეჩილაძე,  უფროსი ეკოლოგ-ინჟინერი დოქტორი  კრის  სტოკსი და ქვემო ქართლის სამი  მუნიციპალიტეტის- მარნეულის,  ბოლნისისა და  დმანისის  გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის დამუშავების ამჟამინდელ ორ ძირითად ვარიანტზე იმსჯელეს და მის  დადებით და უარყოფით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილვის საგანს  თვითმმართველობების მიერ მისაღები სესხის ოდენობა წარმოადგენდა, თუ რამდენად აისახება  ადგილობრივი  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე აღებული ვალდებულების დაფარვა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომელიც შემუშავების სტადიაზეა, ქვემო ქართლის ხუთი მინიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი-წყაროსა და წალკისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამის რეგიონალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგავსაყრელის აშენებასა  და ამავე მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვებასა და მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს.  ნაგავსაყრელის მშენებლობა  მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი იალღუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.„ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი შემუშავების სტადიაშია, ჯერ მხოლოდ  პროექტის კონცეფცია არსებობს. ამ ეტაპისთვის  პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება,  გარემოსდაცვითი  და სოციალური ანალიზი მიმდინარეობს. დღევანდელი საკონსულტაციო  შეხვედრა საინტერესო და აუცილებელი იყო, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრების დროს ვისმენთ მოსაზრებებს, რომლებიც შემდგომ დეტალურად განიხილება.“- განაცხადა პროექტის ეკოლოგიურ-სოციალურმა ექსპერტმა მაია გაჩეჩილაძემ.პროექტის ეკოლოგ-ინჟინერმა დოქტორმა  კრის  სტოკსმა ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შერჩევასა და მისი ეკოლოგიური უსაფრთოხების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოხდა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება  რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების პრევენციას შეუწყობს ხელს.„გარემოს დაბინძურების  ხარისხიდან გამომდინარე, ახალი ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელება აქტუალური საკითხია. რადგან ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობას ვაპირებთ, გარემოპირობებიცა და  ეკოლოგიური მოთხოვნებიც ევროსტანდარების შესაბამისად მოგვეთხოვა. ამიტომ, ეს პროექტიც ზუსტად ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტების დაცვას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას. რადგან პროექტი შესწავლის სტადიაშია, განიხილება მისი როგორც დადებითი,  ისე უარყოფითი მხარეები. პროექტი იხვეწება და მალე  სასურველ შედეგამდე მივალთ.“- აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ. {AG}25.09.2014-axali.nagavsayreli.proeqt{/AG}

სხვა სიახლეები