სიახლეები

სოფელ წერაქვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი განახლდა

25 სექ, 2014

25 სექტემბერს  სოფელ წერაქვში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით,  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი  მარნეულისა და  ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ აკურთხა.

 ტაძრის გახსნის საზეიმო წირვა-ლოცვას  ქვემო ქართლის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. წერაქვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც  შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, მრავალი წლის განმავლობაში  უმოქმედო იყო. ისტორიული ცნობების თანახმად, ამ ტაძარში მოინათლა ამავე სოფლის მკვიდრი, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჯავახიშვილი. საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ტაძრის ეზოში  შეკრებილი მრევლი მეუფე გიორგიმ დალოცა;"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ღირსშესანიშნავი დღეა,  რამეთუ  დღეს ვზეიმობთ ტაძრის  განახლებას.  მოგეხსენებათ, რომ ყოველი ტაძრის კურთხევა  ზეცაში გაჭრილი სულიერი სარკმელია."მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ადგილობრივ მრევლს ტაძრის გახსნა მიულოცა."წერაქვის მოსახლეობისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა,  რადგან წლების განმავლობაში უმოქმედოდ დარჩენილი ტაძარი იკურთხა და ამიერიდან ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა-ლოცვა. ასეთი დიდებული დღეები, ვფიქრობ, ამ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის ტენდენციას  შეაჩერებს", - დასძინა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. {AG}25.09.2014-weraqvi.eklesiis.gaxsna{/AG}

სხვა სიახლეები