სიახლეები

მარნეულის გამგეობაში ადრეული და სკოლამდელი განათლების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის განხილვა მოეწყო

25 სექ, 2014

25 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოების“  ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით  საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს, სადაც განიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტრატეგია.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლოების წარმომადგენლები,  გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, ბაგა-ბაღებისა და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  წევრები  ესწრებოდნენ.შეხვედრის მონაწილეებმა მარნეულის  სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და  ზოგადი  საგანმანათლებლო საჭიროებები გამოკვეთეს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, სკოლამდელი განათლების კოორდინატორმა ნინო ალელიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა:„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად   ადრეული და სკოლამდელი განათლების სტრატეგიასა და  სამოქმედო გეგმას  შეიმუშავებს.  სწორედ  ამ სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის განხილვა ეწყობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანია, ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის მოვისმინოთ ადგილობრივი ხელისულებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა  აზრი,  რათა შემდგომ გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ.“ {AG}25.09.2014-ganat.samin.bagebi{/AG}

სხვა სიახლეები