მარნეულში USAID ახალ პროექტს განახორციელებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)- ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია თვითმმართველი ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.პროექტის პრეზენტაცია ადგილობრივი ხელისუფლების კომპონენტის უფროსმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მართველობა საქართველოში“(G3) დავით მიქელაძემ წარმოადგინა.მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა.სტუმრების განმარტებით, თვითშეფასების ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა დადებითად შეაფასა პროექტი და სტუმრებს მისი განხორციელებისთვის სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.„მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულები ხართ თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხის შესწავლით. პროექტით ობიექტურად შეფასდება თვითმმართველობის მუშაობის ხარისხი, რაც ჩვენს მიერ გაწეულ მომსახურებას უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. {AG}26.09.2014-USAID.samushao.shekhvedra{/AG}