სიახლეები

ხალხის კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტია

27 სექ, 2014

27 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის „ლანცეტის“ ერთობლივი ძალისხმევით, სპეციალისტთა ჯგუფმა ჩაატარა მსურველთა უფასო სამედიცინო გამოკვლევა და კონსულტაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მისმა მოადგილემ ქამანდარ ისმაილოვმა დაათვალიერეს მე-5 საჯარო სკოლაში სახელდახელოდ მოწყობილი კაბინეტები, სადაც  „ლანცეტის“ თერაპევტი, ქირურგი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი და  ოკულისტი ყველა მსურველებს გამოკვლევებს უტარებდნენ.

ბატონმა მერაბ თოფჩიშვილმა ხაზი გაუსვა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების  ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და აღნიშნა: „ამგვარი  აქციები  პერიოდულად ჩატარდება. წინა შაბათს მომსახურება გაეწიათ ალგეთის მცხოვრებთ, დღეს კი, მარნეულელებსაც შეუძლით მიიღონ უფასო სამედიცინო კონსულტაცია.  მომავალ კვირას დაგეგმილია სპეციალისტთა გასვლა დევნილთა დასახლებაში. მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ, რადგან საშუალება ეძლევათ უფასოდ ჩაიტარონ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა. ჩვენი მაცხოვრებლების სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ლანცეტის“ ხელმძღვანელობას და სპეციალისტებს გაწეული მომსახურებისთვის“.როგორც „ლანცეტის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა არაბიძემ მოგვითხრო, ცენტრის საქმიანობა ძირითადად ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ კონტინგენტზეა ორიენტირებული, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქამდე ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ ესაჭიროებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, შეუძლია ჩვენი ადგილზე მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენი ცენტრის პრიორიტეტია ადგილზე ჩატარებული სამედიცინო მომსახურეობის გაწევით დავეხმაროთ ხალხს ეკონომიკური თვალსაზრისითაც.  დღის ბოლოსთვის 140-ზე მეტი პაციენტმა მიიღო კვალიფიციური კონსულტაცია, რაც ამ აქციის საჭიროებასა და დროულობას ადასტურებს. {AG}28.09.2014-khalkhis.ketildgeoba.chveni.prioritetia{/AG}

სხვა სიახლეები