შეხვედრა ომის ვეტერანებთან და ჯარისკაცებთან
დღეს, 3 ოქტომბერი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და უშუალოდ მერაბ თოფჩიშვილის მხარდაჭერით, გაგრძელდა სოხუმის დაცემასთან დაკავშირებული კვირეული. ღონისძიება სახელწოდებით „ საქართველოს მიწისთვის“ მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“. შეხვედრას მარნეულელ ომის ვეტერანებთან და საავიაციო ნაწილის ჯარისკაცებთან ერთად მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო სამხედრო ჟურნალისტ გოგა ჭყონიას დოკუმენტური ფილმი „საკუთარი თვალით“. ორგანიზაციის დირექტორმა სამხედრო ჟურნალისტმა ზაირა მიქატაძემ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულების ისტორიები წაიკითხა და დასძინა: „ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებში მებრძოლი სულის გაძლიერებასა და სამშობლოს სიყვარულის გამძაფრებას ემსახურება“.შეხვედრაზე გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „სამშობლოს დაცვა უდიდესი პატივია, ხოლო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა თითოეული ადამიანის უმთავრესი ამოცანა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩვენი ომის ვეტერანების გამხნევება, ხოლო დაღუპულებისთვის პატივის მიგებაა“. ღონისძიების დასასრულს მარნეულის სამი სკოლის მოსწავლეების სახელით ახალგაზრდებმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. {youtube}h8Tui15iYq8{/youtube} {AG}03.10.2014-shekhvedra.samxedroebisTvis{/AG}