სიახლეები

დევნილებს შაუმიანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

04 ოქტ, 2014

4 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამედიცინო ცენტის "ლანცეტის" ერთობლივი ძალისხმევით უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები, ამჯერად, სოფელ შაუმიანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, დილიდან მთელი დღის განმავლობაში  დევნილებს  ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, მამოლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი, ზოგადი ქირურგი და ექოსკოპისტი  უსასყიდლოდ   მოემსახურათ.აქციას  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მისი მოადგილეები და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. {AG}2014.10.04-samed.aqcia.shaumiani{/AG}

სხვა სიახლეები