გამგეობამ ადგილობრივ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
4 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მარნეულის სოფლებს ესტუმრნენ და მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.
გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, თავდაპირველად სოფელ სადახლოს ეწვია, სადაც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი დაახლოებით 250 შეჭირვებულ ოჯახს დაურიგეს. სოფელ კიროვკასა და სოფელ ზემო სარალში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების - გოიჩა მუსაევისა და ქეინან გუსეინოვის ოჯახებიც მოინახულეს და საჩუქრად ეტლები და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.„მარნეულის გამგეობის სახელით, გულითადად ვულოცავ ყურბან- ბაირამის დღესასწაულის დაწყებას არამარტო მარნეულში, არამედ მთლიანად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუერთდები მათ სიხარულს და თითოეულ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.“ - განაცხადა მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება. {AG}2014.10.04-yurban.bairami{/AG}