სიახლეები

გამგებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

08 ოქტ, 2014

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების გადაჭრის საკითხებთან დაკავშირებით  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების - „პირველი ნაბიჯი საქართველოს“, „ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა“ და  სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

 სამუშაო შეხვედრაზე მარნეულში მცხოვრები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა  და ახალგაზრდების პრობლემებზე,  მისი  გადაჭრის გზებსა და ურთიერთთანამშრომლობის  საკითხებზე იმსჯელეს. გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელების მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს მიესალმა და  სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარნეულის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა  და განვითარებასაც. {AG}2014.10.08-samushao.shekhvedra.dgis.centri{/AG}

სხვა სიახლეები