საკრებულოების თანამშრომელთა ტრენინგი დასრულდა
7-8 ოქტომბერს, მარნეულის გამგეობაში, თვითმმართველობის ეფექტურად მართვის საკითხებთან დაკავშირებით, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებს და საკრებულოს აპარატის უფროსებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგები პროექტის „ადგილობრივი თვითმართველობის ახლადარჩეული თანამდებობის პირებისთვის ტრენინგის ჩატარება“-ს ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა ახორციელებს. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერების/გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეების, კომისიების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის უფროსებისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მათ შემგდომში ეფექტურ მართვაში დაეხმარებათ. პროექტი სამეტაპიანია. კერძოდ, პირველი ორი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა მერების/გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ტრენინგებს უკვე განხორციელდა, ხოლო, მესამე ეტაპი მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებსა და საკრებულოს აპარატის უფროსებს შეეხო. {AG}2014.10.08-treiningi.sakrebulo{/AG}