სიახლეები

გამგეობის თათბირი 07.10.2014

07 ოქტ, 2014

7 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ტრადიციული  თათბირი გაიმართა.  გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში არსებული  პრობლემებზე  ესაუბრა.

ხალხთან ადგილობრივი ხელისუფლების  მჭიდრო კავშირისა და სოფლებში ლოკალური პრობლემების მყისიერი მოგვარების მიზნით, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა  სოფლებში  უხუცესთა საბჭოების შექმნის   ინიციატივა წამოაყენა და  გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავალა, რომ ადვილად მოსაგვარებელი  პრობლემები  ადგილზევე გადაწყვიტონ.  თათბირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნების სამინისტროს  მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის   მიმდინარეობაზე იმსჯელეს.   ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირის შემდეგ,  შეხვედრა  სამსახურის უფროსებთან  გაგრძელდა. ყურადღება გამახვილდა ქალაქის ქუჩებსა და ტროტუარებზე გარევაჭრობის კანონიერების  საკითხზე, ასევე  უკანონო მიშენებების,  ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და  სანიტარული ნორმების დაცვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ ფაქტების  დროული  შესწავლა- რეაგირება შესაბამის სამსახურებს დაავალა.  თათბირზე ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტურქტურის  მოწესრიგებაზეც  ისაუბრეს. როგორც   ცნობილი გახდა, უახლოეს მომავალში მარნეულის  ქუჩებში წესრიგის გაუმჯობესებესებისა და  ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იგეგმება სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტეჟება.   მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის  განვითარების,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  მშენებლობის სამსახურის უფროსმა  ლერი ფანგანმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით  სკოლამდელი სააღმზრდელო დასწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობს.სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ეთერ გამთენაძემ  რაიონში  სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომ 15 ოქტომბრამდე  რაიონში გრიპების  წინააღმდეგ პოლივალენტური ვაქცინა შემოვა, რომელიც განკუთვნილი  იქნება რისკის ჯგუფებისთვის- ბავშვებისთვის  და მოხუცებისთვის. მისი თქმით ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა და სეზონური დაავადებების საუკეთესო პრევენციულ საშუალებად ითვლება.თათბირზე კითხვა- პასუხის რეჟიმში განიხილეს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელებიც გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში განიხილება. {AG}2014.10.07-gamgeobis.tatbiri{/AG}

სხვა სიახლეები