„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 9 ოქტომბერს, მარნეულის გამგეობაში, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის წარმომადგენელმა დავით მიქელაძემ დამსწრეთ პროექტის შესახებ დეტალური ინფომაცია მიაწოდა. მისი თქმით პროექტის მიზანი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორებზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნაა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში.სამუშაო შეხვედრაზე თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებს საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობის შეფასების მიზნით წინასწარ განსაზღვრული კითხვები დაურიგდათ.როგორც დავით მიქელაძემ განაცხადა, თვითშეფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუმენტი თვითმმართველ ერთეულს შესაძლებლობას მისცემს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, მოახდინოს თავისი საქმიანობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კითხვების (ინდიკატორების) მიხედვით, შეისწავლოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლების, შესაბამის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებისა და ზოგადად, მოქალაქეების შეხედულებები და მოსაზრებები თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობასთან დაკავშირებით. თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელი იქნება იმ საყურადღებო საკითხებისა და რეკომენდაციების გამოვლენა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ერთეულის მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და სხვადასხვა მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა. {AG}2014.10.09-samushao.shekhvedra.usaid{/AG}